წესები & პირობები

საიტის მოხმარების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „აუთდორ სისტემს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. შპს „აუთდორ სისტემს“ www.barcon.ge პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს ნივთის/პროდუქციის/მომსახურების ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და პირობებით“ განსაზღვრული პირობებით.

წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს. მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან, ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალობის პოლიტიკას.

ტერმინთა განმარტება:

კომპანია, ჩვენ, ან ჩვენი - ნიშნავს შპს „აუთდორ სისტემს“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405350551, ფაქტიური მისამართი: ქ, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 71ა.

კლიენტი- ნიშნავს 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.

ნივთი/მომსახურება- გამყიდველის საკუთრებაში არსებული ნივთი/პროდუქტი, ან მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით.



მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, თბილისი 0186

სათაო ოფისი

მისამართის ნახვა