მიწოდება
მიწოდების წესები და პირობები
თბილისის მასშტაბით სტანდარტული მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-3 დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს,რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდება თბილისის მასშტაბით არის უფასო. მიწოდების სერვისი ხორციელდება 12:00-19:00 შუალედში.
გარდა სტანდარტული მიწოდებისა თბილისის მასშტაბით, მოქმედებს ექსპრეს მიწოდების სერვისი, რომელიც არის ფასიანი და შეადგენს 25 ლარს. ექსპრეს მიწოდების შემთხვევაში დღის განმავლობაში 4 საათამდე შეძენილი ყველა ნივთი მივა მისამართზე დღის ბოლომდე, ხოლო 4 საათის შემდეგ შეძენილი- მეორე დღის პირველ ნახევარში.
რეგიონებში სტანდარტული მიწოდების პერიოდი შეადგენს 3-7 დღეს. მიწოდება ხორციელდება საქართველოში FEDEX-ის ლიცენზირებული წარმომადგენლობით. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, ამ შემთხვევაში უკავშირდებით FEDEX-ის ცხელ ხაზს: (032) 2 91 02 20. რეგიონებში მიწოდების სერვისის ფასი შეადგენს 50 ლარს.
რეალიზებული ნივთის გაყიდვის შემდეგ, კომპანიის მხრიდან ხდება მომხმარებელთან დაკავშირება და მიტანის დროზე შეთანხმება, თუ შეთანხმებულ დროზე მომხმარებლის მიზეზით ვერ მოხდა ნივთის მისამართზე ჩაბარება, პროცესი თავიდან იწყება და მიწოდების პერიოდი ისევ შეადგენს 1-3 დღეს.
ნივთის მაღაზიიდან გატანა
კომპანია ბარკონის ფილიალები მდებარეობს ორ მისამართზე:
- ვაჟა-ფშაველას გამზ. 71ა; ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
- City Mall საბურთალო LG სართული; ორშაბათი-კვირა 10:00-22:00
ნივთის შეძენის პროცესში მისამართის დამატებისას კომენტარის ველში შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი ფილიალი, რომლიდანაც გსურთ შეკვეთის გატანა. თუ თქვენს მიერ მონიშნულ მაღაზიას აქვს შეკვეთილი ნივთის მარაგი და შეკვეთა დაფიქსირდება 18:00 საათამდე, ნივთის გატანას შეძლებთ იმავე დღეს, ან მომდევნო დღის პირველ ნახევარში. სხვა შემთხევაში, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ მითითებული ვადებით. მაღაზიაში ვიზიტისას უნდა წარადგინოთ შეკვეთის კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შენიშვნა! მაღაზიიდან ნივთის გატანამდე აუცილებლად დაელოდეთ კომპანიის წარმომადგენლის ზარს.