გარე გათბობა და გაგრილება

სახლების და კომერციული ობიექტებისთვის


gare gatboba

გარე გამათბობლები

მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი გამათბობელი ათბობს ადამიანის
სხეულს და ობიექტების ზედაპირებს, რაც მისი ნათების არეალში ხვდება.მასზე არ მოქმედებს ჰაერის ნაკადის მოძრაობა და ქარი.


გარე გაგრილება

მაღალი წნევის ნისლის სისტემების საშუალებით წყალი იშლება მიკროსკოპულ ნაწილებად რაც შემდგომში იწვევს ნისლის იგივე ბურუსის ეფექტს. მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ამ ნაწილაკების აორთქლება და ჰაერთან მისი შერევით ხდება გარე გაგრილება.

გაგრილება

gatbobis qiraoba

დღიური გაქირავების სერვისი

თქვენი ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე დაგეხმარებით საჭირო მოდელის შერჩევაში.


პროექტირება, მონტაჟი და შესრულებული პროექტები

მრავალწლიანი გამოცდილება და განსხვავებული სახის პროექტები როგორც სახლებისთვის ასევე სასტომროების და რესტორნებისთვის.

infrared heater

ბარკონ

მომხმარებლები

საქართველოში მრავალი ცნობილი კომპანია სარგებლობს ჩვენი გამათბობლებით და გაგრილების სისტემებით.

ჩვენს შესახებ


2013 წლიდან ჩვენი კომპანია ახორციელებს პროექტებს ორგანიზაციებისა თუ კერძო პირებისათვის, რათა ჩვენი გარე გათბობისა და გაგრილების სისტემების მეშვეობით ნებისმიერ სეზონზე შევქმნათ კომფორტული ტემპერატურა და თქვენი ღია სივრცე გავხადოთ სრულად დატვირთული.

ჩვენ ვათბობთ და ვაგრილებთ ღია კაფეებს, ვერანდებს, ტერასებს, აივნებს, ეზოებს, ლანდშაფტურ ზონებს, სათბურებს და სხვა ღია სივრცეებს.

მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ უამრავი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენთან თანამშრომლობს არაერთი ცნობილი ბრენდი და კომპანია.

ჩვენ გაჩუქებთ სითბოს ზამთარში და შეგიქმნით კომფორტს ზაფხულში.


დაგვიკავშირდით


გამათბობლის მოდელები


ინფრაწითელი გამათბობელი
gare gamatbobeli

Victory Lighting UK - წყალგამძლე გარე გამათბობელი ბრიტანეთიდან, რომელიც ხასიათდება სითბოს მაღალი გაშლით.
სიმძლავრე: 3000 ვტ.
გათბობის არეალი: 9 -12 კვადრატული მეტრი


electro gamatbobeli
infrawiteli gamatbobeli

STELLAR HR20 - წყალგამძლე გარე გამათბობელი პოლონეთიდან, Toshiba -ს მაღალი ხარისხის ნათურით. ხასიათდება სითბოს უმაღლესი გადმოცემით.
სიმძლავრე: 2000 ვტ.
გათბობის არეალი: 6-9 კვადრატული მეტრი


gare gatboba
გარე გამათბობელი

Elcon BH - წყალგამძლე გარე გამათბობელი თურქეთიდან. ხასიათდება კონცენტრირებული სითბოთი.
სიმძლავრე: 2000 ვტ.
გათბობის არეალი: 4-6 კვადრატული მეტრი

გარე გათბობის პრინციპი


მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი გამათბობელი ათბობს ადამიანის
სხეულს და ობიექტების ზედაპირებს, რაც მისი ნათების არეალში ხვდება. მასზე არ მოქმედებს ჰაერის ნაკადის მოძრაობა და ქარი. ელექტრო ინფრაწითელი ენერგია მიემართება სწორ ხაზოვნად სითბოს წყაროდან. მოკლეტალღოვანი მაღალი ინტენსიურობის ნათურა მოქმედებს როგორც მზის ნათება და იძლევა სითბოს რომელსაც მომენტალურად შეიგრძნობთ როგორც კი გამათბობელი ჩაირთვება, როგორც ჩრდილიდან მზეზე გასვლისას. ინფრაწითელი გამათბობლი არის ენერგო ეფექტური რადგან მისი სიმძლავრის 90% გარდაიქმნება სითბოში. ჩვენი ყველა მოდელი წყალგამძლეა და არ საჭიროებს არანაირ დამატებით გადახურვას წვიმის თუ თოვლის დროს.

გარე გაგრილების პრინციპი


მაღალი წნევის ნისლის სისტემების საშუალებით წყალი იშლება მიკროსკოპულ ნაწილაკებად რაც შემდგომში იწვევს ნისლის იგივე ბურუსის ეფექტს. მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ამ ნაწილაკების აორთქლება და ჰაერში მისი შერევით ხდება გარე გაგრილება. მაღალი წნევის სისტემები არ ასველებს სხეულს. არის ეკოლოგიურად სუფთა.

გარე გაგრილების მოდელები


ნისლით გაგრილება
nislis sistema

FG-050 და FG-200
გარე გაგრილების ეს აგრეგატები არის ახალი თაობის სისტემები, რომლის მართვაც ხდება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში მოთავსებულია ტაიმერი და წნევის დამგდები კლაპანი. გამოფრქვევის დროს სისტემა აღწევს 50დან 70 BAR-მდე წნევას, რაც გამორიცხავს პერიმეტრის დასველებას.

გაქირავების სერვისი


გათბობის გაქირავება

კომპანია ბარკონი გთავაზობთ გარე გათბობისა და გაგრილების სისტემების დღიურად გაქირავების სერვისს. ჩვენ შეგიქმნით სასურველ კლიმატს თქვენს ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე.

შესრულებული პროექტები


კონსულტაცია და პროექტირება


ჩვენ გაგიწევთ უფასო, კვალიფიციურ კონსულტაციას როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად, რათა შეგექმნათ სრული წარმოდგენა სისტემების მუშაობის შესახებ და შეარჩიოთ თქვენს სივრცეზე მორგებული პროდუქტი ჩვენი ასორტიმენტიდან. შევიმუშავებთ თქვენთვის ინდივიდუალურ პროექტს, დაგითვლით მინიმუმ რა დანახარჯებით შეგიძლიათ მაქსიმალური შედეგის მიღება. ჩვენი გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი კი მას 100%-იანი სიზუსტით განახორციელებს.

მონტაჟი


ჩვენი გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს გარე გათბობისა და გაგრილების სისტემების მონტაჟს. უსაფრთხოების ნორმებისა და მაღალი სტანდარტების სრული დაცვით.

მომხმარებლები


ონლაინ მაღაზია